ზემო როკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო როკა, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტის როკის თემში (შიდა ქართლის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1800 , ჯავიდან 34 კმ. 93 მცხ. (1989). ზ. რ-ზე გადის გზა როკის უღელტეხილისაკენ, რ-იც შიდა ქართლს ჩრდ. კავკასიასთან აკავშირებს. ზ. რ. წყაროებში (“ძეგლი ერისთავთა”) პირველად XIV ს-ში იხსენიება. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების გეგმით ოთხკუთხა კოშკების ნანგრევები.