ზემო ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ქედი, სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), შირაქის ვაკეზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 700 , დედოფლისწყაროდან 26 კმ. 3,0 ათ. მცხ. (2002). 1970 სოფელში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ.წ. II ათასწლეულის არქეოლ. მასალა. ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ნაპოვნია თიხის შავპრიალა სამი ჭურჭელი, 2 ქილა და ჯამი. ქილები ხაზოვანი ორნამენტითაა შემკული. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სიღნაღის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში. რ. რუსიშვილი.