ზემო ქსოვრისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ქსოვრისი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1080 , გორიდან 30 კმ. 12 მცხ. (2002). სოფელი მდებარეობს სკრის ხეობაში, XV–XIX სს-ში შედიოდა საციციანოში. სოფლის თავში, საქორეთის მთის კალთაზე დგას დიდი ზომის ქვის კვადრებით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. სოფლიდან 1 კმ-ზე, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობისა და გალავნის ნანგრევები. ზ. ქ-ის ეკლესიები შეიძლება ზოგადად შუა საუკუნეებით დათარიღდეს. ჯ. გვასალია.