ზემო ჩოჩეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ჩოჩეთი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 600 , კასპიდან 14 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 600 მცხ. (2002). სოფელში, თოიძიანთუბანში, შემონახულია ნატეხი ქვით ნაგები XIV–XV სს. საბრძოლო კოშკი, ოსეფაანთუბანში – რიყის ქვით ნაგები გვიანდ. შუა საუკუნეების მეორე კოშკი, ოკაანთუბანში – აგურით ნაგები მარიამ ღვთისმშობლის XVIII–XIX სს. ერთნავიანი ეკლესია. სოფლის განაპირას, ჩრდ-ით აღმართულია ნატეხი და რიყის ქვით ნაგები ეკლესია, რ-იც X ს. დასასრულს მიეკუთვნება. სოფლის სასაფლაოზე დგას აგრეთვე ამავე მასალით ნაგები IX–X სს. წმ. სამების ერთნავიანი ეკლესია.