ზემო წორბისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო წორბისი, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის ყორნისის თემში (შიდა ქართლის მხარე), აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 980 , თიღვიდან 16 კმ. 107 მცხ. (1989). სოფლის მახლობლად შემორჩენილია კოშკები, დიდი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. იხ. აგრეთვე სტ. წორბისი.