ზემო წუბენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო წუბენი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ზახორის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) შუა დინების ხეობაში. ზ. დ. 1040 , ახალგორიდან 64 კმ, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 31 კმ. 97 მცხ. (1989).