ზემო ხალაწანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხალაწანი (ყოფ. ნაპანკისევი), სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), პანკისის ხეობაში, მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ხ., დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი). ზ. დ. 710 , ახმეტიდან 25 კმ. 125 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, მთის ფერდობზე, დგას ადრინდ. შუა საუკუნეების ეკლესია. ასევე მაღლობზე დგას XVI ს. დარბაზული ეკლესია. მოგვიანებით ეკლესიისათვის დას-იდან კარიბჭე მიუდგამთ.