ზემო ხანდაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხანდაკი.png

ზემო ხანდაკი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ხ., ზენადრისი, კალოუბანი, ჭყოპიანი). ზ. დ. 610 , კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 11 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2002). სოფლიდან 1 კმ-ზე, სოფ. ხოვლისკენ მიმავალი გზის მარჯვ. მხარეს, მთის ფერდობზე შემონახულია XIV–XVI სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. თევდორეს ერთნავიანი ეკლესია. მოგვიანებით ეკლესიისთვის სამხრ-იდან კარიბჭე, ეგვტერი და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დას-იდან კი მთელ სიგრძეზე – ვიწრო სათავსი. სოფლის მახლობლად კიდევ ერთი გვიანდ. ფეოდ. ხანის სამების პატარა ეკლესია დგას, სოფლის სამხრ.-აღმ-ით 2 კმ-ზე – XVII–XVIII სს. ტუფით, ქვიშაქვით და აგურით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია, სოფლის შუაში კი – XIX ს. ამავე ტიპის წმ. გიორგის ეკლესია, რ-იც ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვით და აგურით, კუთხეები ნაწყობია თლილი ქვით. ლიტ.: მაკალათია ს., თეძმის ხეობა, თბ., 1959. ნ. ანდღულაძე.