ზემო ხორხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ხორხი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), გუდამაყრის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ხორხულის (ერთვის ჟინვალის წყალსაცავს) ზემოწელში. ზ. დ. 1400 , დუშეთიდან 30 კმ. 64 მცხ. (2002). მდ. ხორხის (არაგვის მარცხ. შენაკადი) სათავესთან, მაღალ მთაზე მდებარეობს არაქველის ციხის კომპლექსი. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის წმ. გიორგის ეკლესია, რამდენიმე ნაგებობის ნანგრევი და გალავანი. მდ. ხორხის შუა წელზე, მარჯვ. ნაპირას, მთის კალთაზე აგებულია X ს. კომპლექსი. მასში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი და გალავანი.