ზემცოვსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემცოვსკი იზალი იოსების ძე (დ. 22. II. 1936, ლენინგრადი), რუსი მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი და ეთნომუსიკოლოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1981). ფუმიო კოიცუმის პრემიის ლაურეატი (2011). 1958 დაამთავრა ლენინგრადის უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი, 1961 – ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახ. კონსერვატორია ერთდროულად მუსიკისმცოდნეობისა და კომპოზიციის განხრით. 1972-იდან არის იუნესკოსთან არსებული ხალხ. მუსიკის საერთაშ. საბჭოს წევრი. 1994-იდან კითხულობდა ლექციებს აშშ-ის სხვადასხვა უნ-ტში, მიჰყავდა ქართ. ტრად. მუსიკის კურსი. ამჟამად არის მედისონის უნ-ტის მიწვეული პროფესორი ეთნომუსიკოლოგიასა და ფსევდომისტიკაში. ძირითადად იკვლევს მუს. ფოლკლორისტიკის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის, სლავური მუსფოლკლორის, ფოლკლორისა და საკომპოზიციო შემოქმედების ურთიერთობის, აგრეთვე მრავალხმიანობის (მათ შორის ქართული) საკითხებს. 1982-იდან დაკავშირებულია თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახელმწ. კონსერვატორიასთან (2006-იდან საპატიო პროფესორი) და საქართვ. კომპოზიტორთა კავშირთან. იკვლევს ქართ. ხალხ. მუს. შემოქმედების საკითხებს. მონაწილეობდა ქართ. მრავალხმიანობის საკითხებისადმი მიძღვნილ თბილისის (1986), ბორჯომის (1988) კონფერენციებსა და მრავალხმიანობის პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში, რ-ის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორიც თვითონ იყო. ზ-მ რამდენიმე სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა ქართ. მრავალხმიანობას, მათ შორის ერთ-ერთია `The Georgian Model Toward the Ethnomusical Approach to the Walid of Oral Poliphony~,, რ-იც შეტანილია წიგნში: Echoes from Georgia. Seventeen arguments on Georgian polypho ny, New York, 2010 მ. კალანდაძე.