ზენაიშვილი ოთარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენაიშვილი ოთარ პლატონის ძე (დ. 18. VII. 1924, ქუთაისი), პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1995), საქართვ. პროფილაქტიკური მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994). 1946 დაამთავრა თსსი. მუშაობა დაიწყო ცხინვალში ჯანმრთელობის დაცვის საოლქო სამალარიო სადგურის გამგედ, პარალელურად – საოლქო პოლიკლინიკის თერაპევტად. 1950-იდან სამედ. პარაზიტოლოგიის და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომელია, 1961-იდან ხელმძღვანელობს კლინ. განყოფილებას. ზ. არის პარაზიტოლოგიის და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; საქართვ. ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნ. ასოციაციის დამფუძნებელი (2003). მისი სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა პარაზიტულ და ტროპ. დაავადებათა მკურნალობის, მ. შ. ექინოკოკოზის კონსერვატიული მკურნალობის საკითხები. ზ. არის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1991). მრავალი სამეცნ. შრომის და 5 მონოგრაფიის, ავტორი.