ზენითის განძები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენითის განძები, კოლხური კულტურის ძეგლები, აღმოჩენილი სხვადასხვა დროს სოფ. ზენითში (ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი). 1. ძვ. წ. XVI–XIV სს. ბრინჯაოს 3 ცული, რ-ებიც კოლხური ცულების პროტოტიპებიდან კოლხურ ცულებზე გარდამავალ სახეს წარმოადგენს. აღმოჩნდა 1926; 2. ძვ. წ. XIII–XII სს. ბრინჯაოს წალდი და 3 თოხი. აღმოჩნდა 1935; 3. ძვ. წ. XII–XI სს. სპილენძისა და ბრინჯაოს ნივთები (1 ცული, 4 ცულის ნატეხი, 1 წალდი, 4 თოხი, თოხის ნატეხები, 4 სეგმენტისებური იარაღი, 1 სატევრის ნატეხი, ნამგლის ნატეხები, ზოდები, აგრეთვე რკინის დანები, ცულები და თოხები) მოთავსებული იყო სანთლით დაგმანულ თიხის ჭურჭელში. აღმოჩნდა 1926, 1929 შეისწავლა ა. იესენმა. სამივე განძი დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში. ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16В; Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1935, в. 120. ა. რამიშვილი. ლ. ფანცხავა.