ზენკოვიჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ ზენკოვიჩი.png

ზენკოვიჩი ვსევოლოდ პავლეს ძე [22. I (4. II). 1910, მოსკოვი, – 18. VIII. 1994, იქვე], ოკეანოლოგი და გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1947), სსრკ მეცნ. აკად. ოკეანოლოგიის (1944–71) და გეოგრ. (1971–74) ინ-ტების ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორიის გამგე. 1975–90 მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში, ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოლ. და დინამიკის ლაბორატორიას. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა შავი ზღვის სანაპიროს შემსწავლელი ქართ. სკოლა. 1991-იდან კვლავ გადავიდა მოსკოვში. ზ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ზღვის სანაპირო ზონის შესწავლაში, მის მიერ შემუშავებული და დანერგილია კვლევის მრავალი ახ. მეთოდი, დადგენილია სანაპირო ზონაში მიმდინარე თანამედროვე პროცესების კანონზომიერებანი და სხვ. ზ. იყო საერთაშ. გეოგრ. კავშირის ზღვის ნაპირთა შემსწავლელი კომისიის წევრი (1960-იდან), ზღვის ნაპირების მკვლევართა საერთაშ. საზ-ბის წევრი (1976-იდან), სტალინური (1951) და ლენინური (1964) პრემიების ლაურეატი. მიღებული ჰქონდა სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დიდი ვერცხლის მედალი (1956), სსრკ გეოგრ. საზ-ბის თ. ლიტკეს სახ. ოქროს მედალი (1958) და სხვ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის და 50-მდე სამეცნ.-პოპულ. წიგნისა. თხზ.: Динамика и морфология морских берегов, М.–Л., 1946; Морфология и динамика советских берегов Черного моря, т. 1–2, М., 1958–60; Основы учения о развитии морских берегов, М., 1962; Проблема стабилизации морских берегов Грузинской ССР, «Геоморфология», 1977, №1; Пицунда наша радость и тревога, Тб., 1984. გ. დონდუა.