ზენობანი, სოფელი ვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენობანი, სოფელი ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს თემში (იმერეთის მხარე), მდ. სულორის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 200 მ, ვანიდან 7 კმ. 218 მცხ. (2002). სოფლის თავში, გალავნით გარშემორტყმულ სასაფლაოზე, აღმართულია X–XI სს. მიჯნის ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია. ლიტ.: დიდებულიძე მ., ზენობანის მაცხოვრის ეკლესიის ხუროთმოძღვრება, «ძეგლის მეგობარი», 1988, #4; მისივე, ზენობანის მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა, «მაცნე». არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ., სერია, 1990, #1. მ. დიდებულიძე.