ზენობია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენობია, ქართლის (იბერიის) მეფის ფარსმან I-ის ვაჟის რადამისტის მეუღლე (I ს. 60-იანი წწ.). რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ცნობით, როდესაც სომხეთში გამეფებულ რადამისტს აუჯანყდნენ და იგი სამშობლოსაკენ გაიქცა, ფეხმძიმე ზ-მ ვერ გაუძლო ცხენზე ჯდომას და სთხოვა რადამისტს მოეკლა იგი, რათა მტრებს ხელში არ ჩავარდნოდა. დიდი მუდარის შემდეგ რადამისტმა შეუსრულა თხოვნა, დაჭრა და მდ. არაქსში გადააგდო. ცოცხალ-მკვდარი ზ. მწყემსებმა იპოვეს, გადაარჩინეს და სომხეთში გამეფებულ ტირიდატეს მოჰგვარეს ქ. არტაქსატაში. ლიტ.: გუჩუა ვ., გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967. გ. მელიქიშვილი.