ზენონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენონი, ხანძთელი სასულიერო მოღვაწე (IX ს.), სამცხელი დიდგვაროვნის შვილი, გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე. მოიხსენიებენ როგორც “სათნოებათა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდე”. ზ ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, შერაცხულია წმინდანად, მოიხსენიება კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა (VIII–IX სს.) შორის 5 (18) ოქტომბერს.