ზენუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზენუბანი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 1440 , დუშეთიდან 40 კმ. 8 მცხ. (2002). სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, მთის მწვერვალზე დგას VIII–IX სს. და გვიანდ. შუა საუკუნეების კომპლექსი. მასში შედის სამების დარბაზული ეკლესია (VIII–IX სს.), მცირე დარბაზული ეკლესია (ამჟამად მისი ნაწილია შემორჩენილი), კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გალავანი.