ზერაგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერაგია პოლიკარპე კონსტანტინეს ძე [19. III (1. IV). 1912, ფოთი, – 6. VI. 1986, თბილისი], მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ (1934). იყო ამავე უნ-ტის მექანიკა-მათ. ფაკ-ტის დეკანი (1956–62), ზოგადი მათ. კათედრის გამგე (1960–86). იკვლევდა პოლიჰარმონიული, არაწრფივი ჰიპერბოლური და პარაბოლური, აგრეთვე არაწრფივი ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის საკითხებს. საქართვ. უმაღლესი და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს პრემიის ლაურეატი (1987, სიკვდილის შემდეგ). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: უმაღლესი მათემატიკის კურსი, ტ. 1–2, თბ., 1985.