ზერაკიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზერაკიძე ზურაბ სერგოს ძე (დ. 21. VII. 1939, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1962). 1962-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1971-იდან – თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში, 1980–89 – თსუ-ის ალბათობათა თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრაზე, 1989–2003 – გორის სახელმწ. უნ-ტში უმაღლესი მათ. კათედრის გამგედ, 2003-იდან მოღვაწეობს გორის უნ-ტში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია “მათემატიკური სტატისტიკა” სერიაში “მათემატიკური ენციკლოპედია” (შპრინგერის გამომცემლობა, გერმანია). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).