ზესაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესაშვილი ვახტანგ ივანეს ძე (1. X. 1922, სენაკი, – 27. I. 2006, თბილისი), გეოლოგი. კავკ. იურული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლ. მკვლევარი, საქართვ. დამს. გეოლოგი (1985), საქართვ. გეოლ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი (1964–85). 1948 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ) ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1947-იდან მუშაობდა ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში, იყო ინ-ტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და განყ-ბის გამგე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიცა განყ-ბის თანამშრომელთა სამეცნ. სტატიების 4 კრებული, შედგა “კავკასიის იურული ნალექების უნიფიცირებული სტრატიგრაფიული სქემები” (1972–84), გამოქვეყნდა ინ-ტის მონოგრაფიული პალეონტოლ. მუზეუმის 2 კატალოგი (1961, 1984). ზ-მა შეადგინა მუზეუმის 2 მეგზური რუს. (1963, 1989) და ინგლ. (1984) ენებზე, ჩაატარა საკავშ. სამეცნ. თათბირები: ნამარხი მარჯნების (თბილისი, 1978), კავკ. ცარცული ნალექების სტრატიგრაფიის (წყალტუბო, 1979), კავკ. იურული ნალექების სტრატიგრაფიის (კრასნოდარი, 1979), მიკროპალეონტოლოგიის (თბილისი, 1984) საკითხებზე, განსაზღვრა ადრე- და შუაიურული ფაუნის 130-მდე კოლექცია. ზ. იყო სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული კომისიის წევრი (1960–91), კავკ. სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული სექციის თავ-რე (1975–83), ქართ. ენციკლოპედიის მეცნიერი კონსულტანტი (1998–2000). თხზ. (თანაავტორი): Вопросы геологии Грузии, Тб., 1964; Унифицированные стратиграфические схемы юрских отложений Кавказа, Л., 1984; Геологическое строение СССР и закономерности размещения полезных ископаемых, т. 5 (Карпаты, Крым, Кавказ), Л., 1989; Юра Кавказа, Л., 1991. მ. თოფჩიშვილი.