ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.png

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დას. საქართველოში (იმერეთის მხარე), კოლხეთის დაბლობის აღმ. ნაწილში. აღმ-ით ესაზღვრება ჭიათურის, სამხრ.-აღმ-ით – ხარაგაულის, ჩრდ-ით – თერჯოლის, სამხრ.-დას-ით – ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ფართ. 423,0 კმ2. მოსახლ. 76,2 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. ზესტაფონი. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 58 სოფელი, 17 თემი: ბოსლევის (ცენტრი – ბეღლევი), დილიკაურის, ზედა საქარის, ზოვრეთის, ილემის (ცენტრი – ქვედა ილემი), კვალითის (ცენტრი – შუა კვალითი), კლდეეთის (ცენტრი – ზედა კლდეეთი), მეორე სვირის, პირველი სვირის, როდინაულის, სანახშირის, ფუთის, ქვედა საზანოს, ქვედა საქარის, შროშის, ცხრაწყაროს, ძირულის. ისტორიული ცნობა. არქეოლ. მონაცემების მიხედვით ტერიტ., რ-იც დღეს ზ. მ-ს უკავია, უძველესი დროიდან იყო დასახლებული. განსაკუთრებით დაწინაურებული ჩანს იგი ელინისტურ და გვიანდ. ანტ. ხანაში. ზ. მ-ის ტერიტორიაზე მდებარე შორაპნის ციხე მოხსენიებული აქვს სტრაბონს თავის გეოგრაფიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფ. ზედა კლდეეთი, სადაც II ს. მდიდრული სამაროვანია აღმოჩენილი. საქართველოს სამეფოს ერთიანობის ხანაში, ახლანდ. ზ. მ-ის სოფლების დიდი ნაწილი ისტ.-გეოგრ. მხარეს ლომსიანს ეკუთვნოდა, რ-საც გვიანდ. შუა საუკუნეებში ლომსიათხევი ეწოდა. XIX ს. მეორე ნახევარში, ქუთაისის გუბ. შექმნის შემდეგ, ახლანდ. ზ. მ-ის სოფლები, ცალკეული საზოგადოებების სახით, შორაპნის მაზრის ყვირილის უბანში შედიოდა. 1921 საქ. სსრ ადმ.-ტერ. დაყოფით ისევ შორაპნის მაზრაშია, 1930 გამოიყო ზესტაფონის რ-ნად, 2006-იდან მუნიციპალიტეტია.