ზესხოს ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესხოს ქედი, ქედი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ.-დას. განშტოება, მდინარეების ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფი. სიგრძე 15 კმ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ქედზე ორი პატარა მყინვარია. კალთებზე არის მეოთხეული გამყინვარების ნიშნები – ცირკები, ტროგები და მორენები. ზ. ქ-ის კალთების ქვემო და შუა ნაწილები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზემო კალთები – ნაძვნარ-სოჭნარით, უფრო მაღლა სუბალპ. და ალპ. მდელოებია.

ს. ნემანიშვილი.