ზესხო, მდინარე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზესხო, მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 19 კმ. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, შარივცეკის უღელტეხილის დას-ით 2780 სიმაღლეზე. მარჯვნიდან ერთვის მდ. ყორულდაში. საზრდოობს მყინვარის, თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 7,65მ3/წმ. ი. აფხაზავა.