ზვარე, სოფელი ხარაგაული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზვარე, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ლიხის ქედის დას. კალთაზე, მდ. ზვარულის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ნუნისი, ჩრდილი). ზ. დ. 700 , ხარაგაულიდან 20 კმ, მოლითიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 4 კმ. 407 მცხ. (2002). სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია (მზავარე) XVIII ს-ში. ზ. ადგილ. მნიშვნელობის ბალნეოლ. კურორტია. გარშემო აკრავს ფოთლოვანი ტყით შემოსილი მთის კალთები. ჰავა რბილია, იცის თითქმის უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 0º С) და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (ივლ.-აგვ. საშ. ტემპ-რა 21,0º С). ნალექები საშუალოდ 1300 მმ წელიწადში. სამკურნ. ფაქტორია მინერ. წყალი “ზვარე”. გ. უშვერიძე.