ზვარულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზვარულა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 8,4 კმ, აუზის ფართ. 36,6 კმ 2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – გაზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. უერთდება ბევრი შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 40 კმ. საშ. წლ. ხარჯი 0,52 მ3/ წმ. ი. აფხაზავა.