ზვირთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზვირთი”, ყოველკვირეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ლიტერატურული მუშათა გაზეთი, სოციალ-ფედერალისტური მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1915–17. სულ გამოვიდა 84 ნომერი. რედ.-გამომცემელი – ი. დუშურაშვილი. გაზეთთან უმთავრესად მუშები თანამშრომლობდნენ. მას პოლემიკა ჰქონდა სხვა მიმართულების გაზეთებთან (“თანამედროვე აზრი”, “საქართველო” და სხვ.).