ზილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზილი, 1. ქართული ექვსხმიანი გალობის ერთ-ერთი მაღალი (წმინდა) ხმა. ამ მნიშვნელობით ტერმინი “ზ.” მოხსენიებულია XVIII–XIX სს. ქართ. ლიტერატურაში: “ზილი-კრინი, წვრილი ხმა გალობაში” (ნ. ჩუბინაშვილი), “ვახტანგ მეფე და იაკობ მაღლა ზილს მიეტკბურება” (დ. გურამიშვილი). ამჟამად სამხმიან გუნდში ზ. აღარ მონაწილეობს. 2. ჩონგურის “წვრილი” ხმის გამომცემი სიმი (ქვევიდან მეორე), რ-იც გაბმულია ტარის შუამდე. მასზე მელოდია არ დაიკვრება. იყენებენ მხოლოდ შესაბამის აკორდებში. ჩონგურის გადაწყობისას სხვა სიმებთან ერთად ზ-იც იცვლის სიმაღლეს, მაგრამ ყოველგვარ წყობაში ყველა სიმზე მაღლა ჟღერს. ზ. მაღალი სიმის აღმნიშვნელ ზოგად სახელადაც იხმარებოდა. ზ. ჩხიკვაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზილი&oldid=10853-დან“