ზირაქაძე მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზირაქაძე მიხეილ ილიას ძე (5. I. 1928, სოფ. ზეგანი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 22. IX. 1998, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1988), საქართვ. დამს. გეოლოგი (1975). 1949 დაამთავრა სპი სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. 1950–60 მუშაობდა რუსეთში (იაკუტიის ავტ. რესპუბლიკაში), სადაც აღმოაჩინა რამდენიმე ათეული პოლიმეტალური საბადო. 1960 დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ტრესტ “საქნავთობის” სისტემაში თავდაპირველად აგეგმვითი, შემდეგ – თემატური პარტიის უფროსის თანამდებობაზე. ზ-ის კვლევის სფერო იყო დას. საქართველო, მისი გეოლ. აგებულება და ნავთობგაზიანობის პერსპექტივები. გურიის მთისწინა ქვიშაქვიანი ჰორიზონტების ბურღვის შედეგად დადასტურდა ნავთობის საბადოს არსებობა, რ-საც ზ-მ შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადო უწოდა. 1995–98 ზ. პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების კათედრაზე. ზ. ავტორია სახელმძღვანელოსი “ნავთობისა და გაზის დაგროვების ძებნა-ძიების თეორიული საფუძვლები და მეთოდები” (1998).