ზიცარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზიცარი იური ვლადიმერის ძე (14. IV. 1928, სოფ. მაკუშინო, კურგანის ოლქი, – 23. VI. 2009, სანქტ-პეტერბურგი), რუსი ენათმეცნიერი. დაამთავრა ლენინგრადის უცხ. ენების ინ-ტი (1950). 1955 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბასკური ენის შესახებ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ორიოლსა და სამარაში; მუშაობდა თსუ-ში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და სამეცნ. შრომები. ზ-ის სამეცნ.-კვლევის სფერო ეხება ბასკური ენის ეტიმოლოგიას, რეკონსტრუქციას, ბასკური და იბერ.-კავკ. ენების ტიპოლოგიური კვლევის საკითხებს. მ. მაჭავარიანი.