ზლობინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზლობინი.png

ზლობინი იგორ ივანეს ძე (11. IV. 1914, ქ. მილეროვო, როსტოვის ოლქი, – 27.V.1977, თბილისი), რუსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1970). 1931 დაამთავრა თეატრ. სტუდია დონის როსტოვში. იმავე წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა მილეროვოში. 1932 მუშაობდა გროზნოს, 1933 – არმავირის, 1934 – სტალინგრადისა და 1935–47 – ყაზანის თეატრებში. 1948-იდან ზ. თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. სახასიათო კომედიურ როლებთან ერთად წარმატებით ასრულებდა დრამ. როლებსაც როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ პიესებში. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორისაა: ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის “თოლია”), კარანდიშევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის “უმზითვო”, “უდანაშაულო დამნაშავენი”), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის “რევიზორი”), მოხუცი (მ. ფერმოს “კარებს აჯახუნებენ”), მოლჩანინი (ა. გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან”), ევგენი (ნ. დუმბაძის “მარადისობის კანონი”), სუსლოვი (მ. გორკის “მოაგარაკენი”), კარლო ფიგურელო (მაროტა და რანდონე “ქვრივების ნუგეშისმცემელი”), ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის “შემოსავლიანი ადგილი”), მთხრობელი (გ. ბათიაშვილის “გზა”) და სხვ. ზ. ავტორია პიესების, ინსცენირებებისა და ლიბრეტოების, რ-იც წარმატებით იდგმებოდა ქვეყნის სხვადასხვა თეატრში. შ. ცუცქირიძე.

ი ზლობინი.png