ზმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზმა, ქართული ლექსთწყობის ტერმინი; სიტყვის ან მათი ნაწილების საგანგებო მიჯრით წარმოქმნილი სხვა სიტყვა, რ-იც გამოხატავს ავტორის შეფარულ აზრს, ჩანაფიქრს. მაგ.: მაღლით წვიმა მოდიოდა, ნაბადმა ვერ დამფარაო, დამასველა მან თავიდან ფეხებამდე მასხა რაო. (ა. წერეთელი) აქ ზ-ის მეოხებით მოწინააღმდეგე მხარე შეფარვით თავიდან ფეხებამდე მასხარადაა გამოყვანილი. ზ. ქართ. პოეზიაში მიღებული იყო სალაღობოდ, საპაექროდ, შემდგომ – ცენზურის თვალის ასახვევად. ზ-ს ხშირად მიმართავდნენ იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, თეიმურაზ II, დ. გურამიშვილი, ბესიკი, დავით რექტორი, ა. წერეთელი და სხვ. რ. ერისთავს ჟურნ. “თეატრში” (1887, #6–7, გვ. 19–23) გამოქვეყნებული აქვს ამ ტერმინისადმი მიძღვნილი საგანგებო წერილი – “ზმა”. გ. მიქაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზმა&oldid=10869-დან“