ზნაკვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზნაკვა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ზნაკურის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., მოტყიარი, საკეცია). ზ. დ. 800 , ამბროლაურიდან 11 კმ. 212 მცხ. (2002). წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება “ნიკორწმინდის დაწერილში” (1071–80). ზ. XVII–XVIII სს-ში რაჭის საწულუკიძეოს შემადგენლობაშია. შემორჩენილია წულუკიძეთა ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზი. ზ. XI–XV სს-ში ცალკე სოფელი იყო (ზნაკვის აგარა, იგივე ქვედა აგარა). XVII–XVIII სს-ში ციხის უბანს ნააგარევი ეწოდებოდა. ამიტომ, ზნაკვის ციხე ნააგარევის ციხის სახელითაც მოიხსენიებოდა. გორაკზე, ციხე-დარბაზის მახლობლად, მიკვლეულია ადრინდ. ანტ. ხანის კერამ. ფრაგმენტები. ე. ტაბუცაძე. თ. ბერაძე.