ზოგრაფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოგრაფი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე [26. II(10. III). 1889, მოსკოვი, – 17. I. 1942, ლენინგრადი], მეცნიერი-ნუმიზმატიკოსი. 1912-იდან მუშაობდა მოსკ. სახვითი ხელოვნ. მუზეუმში, 1922-იდან იყო ერმიტაჟის თანამშრომელი, 1935-იდან – ერმიტაჟის ნუმიზმატიკის განყ-ბის გამგე. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ზ-ის ღვაწლი ანტ. პერიოდის კავკ. ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლის საქმეში. მან პირველმა სცადა, თავი მოეყარა კავკასიაში მოჭრილი და გავრცელებული ანტიკური, მათ შორის კოლხური მონეტებისა და მინაბაძებისათვის, მოეცა მათი მეცნ. ატრიბუცია და ასევე მეცნიერულად გაეაზრებინა შესაბამისი პერიოდის სამონეტო მიმოქცევისა და სამონეტო საქმის კარდინალური საკითხები. ეს შრომები დღესაც ინარჩუნებს მეცნ. ღირებულებას. თხზ.: Античные золотые монеты Кавказа, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1935, в. 110; Распространение античных монет на Кавказе, Л., 1945.