ზოდების განძები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდების განძები, კოლხური კულტურის დამახასიათებელი არქეოლოგიური ძეგლები, რ-ებიც სპილენძ-ბრინჯაოს ზოდებს შეიცავს. გვხვდება გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან როგორც სხვა არქეოლ. ნივთებთან ერთად, ასევე ცალკე. ცნობილია: 1. წყავროკას განძი – აღმოაჩინეს 1946. შედგება 29 უფორმო ნატეხისაგან. დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. სახელმწ. მუზეუმში; 2. ურეკის განძი – აღმოაჩინეს 1961. 11 ნატეხი 70–80 კგ; 3. ბაღდადის განძი – აღმოაჩინეს 1961. 12 უფორმო ნატეხი რკინის ჟანგის კვალით. დაცულია ოზურგეთის ისტ. მუზეუმში; 4.წყემის განძი – აღმოაჩინეს 1936. შედგება 16 სხვადასხვა ზომის ნატეხისაგან. დაცულია ფოთის კოლხ. კულტ. მუზეუმში; 5. კალას განძი. დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სვანეთის მუზეუმსა და ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში; 6. კაჩარის განძი – აღმოაჩინეს 1930. ზოგიერთი ნატეხის მასა 10 კგ; 7. დადიანების სასახლეთა ისტ.-არქიტ. მუზეუმში დაცულია მრავალი სხვადასხვა ზომის ზოდი, რ-თა აღმოჩენის ზუსტი ადგილი ცნობილი არ არის. ლიტ.: ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965. ლ. ფანცხავა.