ზოდელავა ზურაბ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდელავა ზურაბ ლევანის ძე (10. II. 1924, თბილისი, – 14. V. 1978, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1975). 1946 დაამთავრა თსსი; 1948–54 მუშაობდა მოსკოვში, ა. ვ. ვიშნევსკის სახ. ქირურგ. ინ-ტში, 1954–73 – თბილ. ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1974–78 იყო თსსი-ის ქირურგ. კათედრის გამგე. ზ-ის სამეცნ. შრომები ეხება ზოგადი ქირურგ. აქტუალურ საკითხებს.