ზოდელავა მამია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდელავა მამია მამიას ძე (დ. 2. III. 1949, თბილისი), ჰემატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1990); საქართვ. მედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1998). 1972 დაამთავრა თსსი. 1976–88 მუშაობდა თსსი-ის და თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კათედრებზე. 1988–2006 იყო ჰემატოლოგიის და ტრანფუზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2001-იდან – სახელმწ. სარეზიდენტურო პროგრამის (სპეციალობა – ჰემატოლოგია) დირექტორი. ამავე წლიდან – ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა “ჰემას” დირექტორი, 2006-იდან – თსსუ-ის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, თსსუ-ის მედ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2007–09), საქართვ. სახელმწ. სამედ. აკად. დიდი საბჭოს წევრი (1996–2005). ზ-ს კვლევის ძირითადი სფეროა: მწვავე ლეიკემიების ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობის პროგნოზირება და დაძლევის პრინციპების შემუშავება. ზ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. –1 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების ავტორი.