ზოდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდი, ისტორიული სოფელი ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია (1964–65) ძვ. წ. XI–VIII სს. ბრინჯაოს ცულები. ერთი – ქორიძისეული III სახეობის კოლხური ცულია, რ-საც თითქმის სიმეტრიული ორფრთიანი პირი და მახვილი ყუა აქვს, მეორეს (IV სახეობა) აქვს ცალფრთიანი პირი და სწორი შუბლი. დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში. ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974. ა. რამიშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზოდი&oldid=10889-დან“