ზოიძე ბესარიონ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოიძე ბესარიონ ინუსის ძე (დ. 27. VI. 1953, სოფ. დაბაძველი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), იურისტი. იურიდ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996), 1999–2009 საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2001–06 – თავ-რის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავ-რე). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1976). 1982-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. სახელმწიფოსა და სამართლის ინ-ტში. 1993-იდან იყო ამავე ინ-ტის კერძო სამართ. განყ-ბის გამგე, ხოლო 1996–99 – დირექტორი. იკვლევს თანამედროვე და ძვ. ქართ. სამოქალაქო სამართ. და საკონსტიტუციო სამართ. პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს შრომები როგორც ქართ., ასევე უცხ. ენებზე. 1995-იდან ინტენსიურად მუშაობს მაქს-პლანკის სახ. საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო სამართლის (ჰამბურგი) და საჯარო სამართლის (ჰაიდელბერგი) ინ-ტებში. იყო საქართვ. სამოქალაქო კოდექსის პროექტის სარედაქციო ჯგუფის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). თხზ.: ქონებრივი პასუხისმგებლობა ვალდებულებათა დარღვევისათვის, თბ., 1989; ქართული სანივთო სამართალი, თბ., 1999 (მეორე გამოც. 2003); ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბ., 2000; ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თბ., 2005; საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007.