ზოიძე ნუგზარ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოიძე ნუგზარ აკაკის ძე (10. V. 1935, თბილისი, – 30. XII. 2005, იქვე), მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996). 1958 დაამთავრა სპი-ის (ახლანდელი სტუ) მეტალ. ფაკ-ტი. 1958-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე, მ. შ. 1984–98 იყო ამავე ინ-ტის ლაბორატორიის გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. მონაწილეობდა ხუთენოვანი (ქართ.-რუს.-ინგლ.-გერმ.-ფრანგ.) მეტალ. ტერმინოლოგიური ლექსიკონის გამოცემაში (მოსკოვი, 1988). ინგლისურიდან რუსულად თარგმნა “რკინის მეტალოგრაფია” (სამტომეულის II ტომი, მოსკოვი, 1972). 1982-იდან პედ. საქმიანობას ეწეოდა სტუ-ის მეტალ. ფაკ-ტზე. ზ-ის კვლევის მიმართულებებია: ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკა და კინეტიკა; ლითონური შენადნობების თერმული და თერმომექან. დამუშავება; მაღალი მექან. თვისებების მქონე ფოლადების მიღება; ფხვნილთა მეტალურგია და კომპოზიტური მასალები. მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა და პატენტი.