ზოლებიანი ბაზი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოლებიანი ბაზი (Bombus zonatus), ბუდის მშენებელი საზოგადოებრივი მწერი ფუტკრისებრთა ოჯახისა. მკერდისა და მუცლის წინა მხარე შემოსილი აქვს ყვითელი, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი – შავი ბუსუსებით. გავრცელებულია ბალკანეთის ნ.-კ-ზე, მცირე აზიასა და ირანში, შავიზღვისპირეთის ჩრდ., ჩრდ. კავკასიაში (დაღესტანში), სამხრ. კავკასიაში. საქართველოში გვხვდება მცირე კავკასიონზე (ახალქალაქი). ბინადრობს მთისწინა ველებზე. იშვიათი სახეობაა როგორც საქართველოში, ისე სამხრ. კავკასიაში. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. რ. წერეთელი.