ზოლოტოვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოლოტოვა ნატალია ვიქტორის ასული (7. V. 1928, ქ. ვიქსა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, – 29. VII. 2003, მოსკოვი), ბალეტის მსახიობი, პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1990). 1945 დაამთავრა ლენინგრადის ა. ვაგანოვას სახ. ქორეოგრ. სასწავლებელი (პედ. მ. რომანოვა), ხოლო 1969 – ამავე სასწავლებლის პედ. განყოფილება. მუშაობდა ერევნისა (1945–46) და მინსკის (1946–48) თეატრებში. 1949–67 ნიჟნი-ნოვგოროდის ა. პუშკინის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. 1969–89 მოღვაწეობდა მოსკოვის ქორეოგრ. სასწავლებელში. მოსწავლეები: ნ. ანანიაშვილი, ი. ლიეპა, ს. ცოი, ი. იოვინა, კ. რიჟოვა და სხვ. ზ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ნ. ცისკარიძის, ი. ნიორაძის, ი. ზელენსკის, დ. მახათელის წარმატებულ კარიერაში. 1989–91 ზ. მეუღლესთან, ბ. რახმანინთან ერთად მოიწვიეს თბილ. ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრ. სასწავლებელში როგორც კლასიკური ცეკვის პედაგოგი და მეთოდისტი. მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. ოჩიაური, ც. ჩოლოყაშვილი, ვ. ახმეტელი და სხვ. ა. ჩხეიძე.