ზომლეთელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზომლეთელი (ნამდვ. გვარი – ქურიძე) ნოე ალმასხანის ძე (1880, სოფ. ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1938, თბილისი), პოეტი. 1900 დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პირველი ლექსი 1899 გამოაქვეყნა. 1901-იდან თანამშრომლობდა გაზ. “კვალთან”. 1905–07 რევოლუციაში აქტ. მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა (“ალ. წულუკიძის ხსოვნას”, 1906; “პოეტი”, 1913; “მშვიდობა ქოხებს”, 1921 და სხვ.). ლექსების პირველი კრებული 1924 გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტ. ჯგუფის – “პროლეტარული მწერლობის” – ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ზ-ის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევ. ბრძოლა (რომანი “უგულო ღამეები”, ადრინდ. სახელწოდებით “იფქლი”, 1927; პოემები: “კამო”, 1929; “ახალი ნასაკირალი”, 1933 და ლექსები: “ფეიქრები”, 1923; “საბჭოთა ავტო”, 1932; “ორთქლმავალი”, 1933; “თბილის-ზაჰესს”, 1935 და სხვ.). ზ. წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს. თხზ.: რჩეული, თბ., 1953. ლ. ავალიანი.