ზონენაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზონენაშვილი იოსებ ამბროსის ძე (დ. 29. VIII. 1932, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1956), 1959 მუშაობა დაიწყო თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტის თეორ. მათემატიკის კათედრაზე. 2005 აირჩიეს საქართვ. საინჟ. აკად. საპატიო წევრად. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა. კვლევის თემაა – გამაგრებული და გამონაწნეხიანი ხვრელების მქონე ფირფიტებისა და გარსების სტატიკის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (2002), ღირსების ორდენით (2003).