ზონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ზონი.png

ზონი სერგეი ვლადიმერის ძე (3. IV. 1906, ვლადიკავკაზი, ჩრდ. ოსეთი, – 22.VI. 2002, მოსკოვი), აგრონიადაგმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1951), რფ და ყალმუხეთის მეცნ. დამს. მოღვაწე, სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1929 დაამთავრა გორსკის (ვლადიკავკაზი) სას.-სამ. ინ-ტი. 1946–48 ზ. იყო მოსკ. სატყეო-ტექ. ინ-ტის სატყეო ნიადაგმცოდნეობის, ხოლო 1962–86 – მოსკ. ხალხთა მეგობრობის უნ-ტის ტროპ. ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე. ზ-ის სამეცნ. ინტერესთა სფეროში შედიოდა ნიადაგური საფარის კვლევა, მისი გენეზისი და გეოგრაფია, მელიორ. და სატყეო ნიადაგმცოდნეობა და სხვ. ზ-მა რამდენიმე ნაშრომი უძღვნა საქართვ. ნიადაგების პრობლემებს, მ. შ. კაპიტ. მონოგრაფია – “საქართველოს სუბტროპიკების ნიადაგური საფარი და მისი ბუნებისა და მეურნეობის გარდაქმნის პრობლემები” (1987). ზ-ს ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. მეცნიერებთან (მ. საბაშვილი, ვ. გულისაშვილი, მ. დარასელია), მოამზადა ქართვ. ნიადაგმცოდნეთა კადრები (თ. ურუშაძე, ნ. ტარასაშვილი, შ. ფალავანდიშვილი და სხვ.), 1999 აირჩიეს საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის საპატიო დოქტორად. ზ. დაჯილდოებულია ვ. დოკუჩაევის სახ. ოქროს მედლითა (1978) და პრემიით (1988), იყო საერთაშ. ნიადაგმცოდნეობის საზ-ბის საპატიო წევრი (1998), მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Горно-лесные почвы Северо-Западного Кавказа, М.–Л., 1950; Научные основы и методические указания к биогеоценოтическому изучению почв горных лесов, Тб., 1974 (თანაავტ. Т. Ф. Урушадзе). ლიტ.: ურუშაძე თ., საპატიო დოქტორები, თბ., 2009. თ. ურუშაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზონი&oldid=10925-დან“