ზოტიმერია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოტიმერია, ზოტისმთა, მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარეების გუბაზეულისა (სუფსის მარცხ. შენაკადი) და ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2676 . აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები დამრეცია. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ქ. ჯაყელი.