ზრამაგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზრამაგა, ციხე ისტ. დვალეთის ერთ-ერთ თემში – ზრამაგისხევში, რ-შიც ვახუშტი ბატონიშვილი ანსხვავებს ორ დასახლებულ პუნქტს – ზემო და ქვემო ზ-ს: “ქვემო ზრამაგა... ციხე დიდი, ფრიად მაგარი; იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი”. ზ-ის ციხე თავისი ზომით და გეგმით მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილ. საგვარეულო კოშკებისაგან. იგი აღმართულია კოშკივით წინ წამოწეულ მაღალ გორაზე, რ-ის ძირას ერთმანეთს ერთვის რამდენიმე მდინარე. ზ-ის ციხის ძირთან იწყება კასრის ხეობა. თვით ციხე ხეობის სიღრმეში იყურება. კლდე, რ-ზეც ზ. დგას, აღმ-ით შვეულად ეშვება და მიუდგომელია. კოშკის ზომაა 13 მ  26 . ციხის ნაგებობის გეგმა წარმოადგენს არასწორ ოთხკუთხედს. XVII ს-ში ზ-სა და ქართლს შორის ინტენს. ურთიერთობა იყო. XVII–XVIII სს. მიჯნაზე ზ-ის წარჩინებულ გვარად და ციხის მფლობელად მოიხსენიებიან ელიყანაშვილები, რ-თა თავკაცები ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ქართლის მეფეებთან. დვალეთს არაერთხელ შეფარებია მეფე არჩილ II, ხოლო 1689 ზ-ში მისი შვილებიც იყვნენ. წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ჯ. გვასალია.