ზრესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზრესი, ფასკია, ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, 1720 სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 1,77 კმ2, აუზის ფართ. 48,4 კმ2, მაქს. სიღრმე 1 , საშ. სიღრმე 0,6 . საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით – მაქს. დონეს აპრილ-მაისში აღწევს, მინიმალურს – იანვარ-თებერვალში. ტბასთან არხით შეერთებულია მდ. მურჯახეთისწყალი (ფარავნის მარცხ. შენაკადი), იყენებენ სარწყავად. ი. აფხაზავა.