ზრუნი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზრუნი, სამგლოვიარო ბანი მიცვალებულის დაკრძალვის ქართულ ხალხურ რიტუალში, “გოდების ბანი” (ს.-ს. ორბელიანი), “გოდების ბანი მოტირალთაგან” (ნ. ჩუბინაშვილი). მთის რაჭაში ტერმ. “ზ.” ინდივიდ. მოთქმას და ზოგჯერ სამგლოვიარო ტექსტსაც აღნიშნავს. ლიტ.: სიხარულიძე ქ., სამგლოვიარო ლექსები, მის წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, [ტ.] 1, თბ., 1960; მისივე, ხალხური ხელოვნების ისტორიიდან, «საბჭოთა ხელოვნება», 1963, #5; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938. ნ. შამანაძე.