ზუბალაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუბალაშვილი ზაქარია მიხეილის ძე (1810–77), ექიმი და საზოგადო მოღვაწე. 1835 დაამთავრა ლაიფციგის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი და მიიღო მედ. და ქირურგ. დოქტორის ხარისხი, ხოლო 1836, დერპტის უნ-ტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, – მკურნალის წოდება. 1837-იდან მუშაობდა დუშეთის, შემდეგ კი ახალციხის მაზრის ექიმად. 1839-იდან თბილ. მაზრის ექიმი იყო. 1844 სადისერტაციო ნაშრომისა და საექიმო დამსახურებისთვის მიენიჭა შტაბ-მკურნალის წოდება. ზ. მონაწილეობდა საქართველოში ქოლერისა (1838, 1842, 1854) და შავი ჭირის (1865) ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1846 პირველად გამოსცა ქართ. ენაზე “შემოკლებითი დარიგება ჯეროვანის ხმარებისათვის ქინაქინის მარილისა ადვილ-მოსარჩენად დღეგამოშვებითის ცივებისა”. ზ. კავკ. სამედ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელია. ზ. ჯიჯეიშვილი.