ზუბალოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზუბალოვი თეოფილაქტე ანდრიას ძე (15. IX. 1915, სოფ. გუნიაყალა; ახლანდ. წალკის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1968, პიატიგორსკი), საბჭოთა კავშირის გმირი (20. XII. 1943), გვარდიის მაიორი. 1951 დაამთავრა პიატიგორსკის პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი (დაუსწრებლად). 1936-იდან მსახურობდა საბჭ. არმიის რიგებში. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მდ. დნეპრის მარჯვ. ნაპირზე პლაცდარმის აღებისა და შენარჩუნების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ტ. ჩინჩილაკაშვილი.